მთავარი გვერდი 
კონტაქტი მომხმარებლეთა სია კალენდარი ძებნა წესები სტატისტიკა გადმოწერები გალერეა სამედიცინო ლექსიკონი ვიდეო მედ-ვიქტორინა
logo  

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )


 
Reply to this topicStart new topic
> ულტრაგერითი გამოსახულების შეფასების, ზოგადი პრინციპები
donvaso
გამოხმაურება Dec 25 2009, 05:37 PM
გამოხმაურება #1


*****

Administrator
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 2,237
ასაკი: 30
მადლობა: 15
რეგისტრ.: 13-May 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 102





ულტრაგერითი გამოსახულების შეფასების ზოგადი პრინციპები

ორგანოს ან წარმონაქმნის ულტრაბგერითი გამოსახულების მიღებისას უნდა მოხდეს ანალიზი:ფორმის, ზომის, გარე კონტურის და შიდა სრუქტურის.პირველი სამი პარამეტრის აღწერა სრულიად შეესაბამება მიღებულ პათომორფოლოგიურ ტერმინოლოგიას, რაც შეეხება სტრუქტურის აღწერას, აქ გამოიყენება ულტრაბგერითი კვლევის სპეციფიკური ტერმინები:


1. ექოგენობა – ასახავს კვლევის ობიექტის მიერ არეკლილი ულტრაბგერითი ტალღების ინტენსიურობას და დამოკიდებულია სტრუქტურების აკუსტიკურ წინააღმდეგობაზე, ამგვარად კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს ანექოგენური, ჰიპოექოგენური(დაბალი ექოგენობის), იზოექოგენური, ექოგენური და ჰიპერექოგენური(მაღალი ექოგენობის).
ანექოგენურია ნებისმიერი ქიმიური შემადგენლობის მქონე სითხის შემცვლელი წარმონაქმნი (როგორც წესი „დორზალური გაძლიერების“ ფენომენით), ხოლო ჰიპერექოგენურია კონკრემენტი, კალციფიკატი, ძვალი, აირი(როგორც წესი „აკუსტიკური ჩრდილი“ მათ უკან).
რაც შეეხება ექოგენურობას და ჰიპო/იზოექოგენობას, შიდა სტრუქტურის ამგვარი შეფასებისთვის აუცილებელია, უმრავლეს შემთხვევაში, შედარების წესი (მაგ.კეროვანი წარმონაქმნისას ღვიძლში მას ადარებენ ღვიძლის ქსოვილის ექოგენობას; ფარისებრი ჯირკვლის ექოგენობა ფასდება კისრის კუნთების ექიგენობასთან შედარებით და სხვა).
2. ექოგამტარიანობა – ასახავს ულტრაბგერის შეღწევის სიღრმეს, მისი შესუსტების ხარისხს.
3. ჰომოგენურობა (ერთგვაროვნება) – ერთგვაროვანია შესასწავლი ობიექტის სტრუქტურა, თუ გამოსახულება შედგება ერთნაირი ზომისა და სიმკვრივის, ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული და თანაბრად განაწილებული ანარეკლებისაგან. აღწერილი სურათის დარღვევა იძლევა არაერთგვაროვან(არაჰომოგენურ) ულტრაბგერით გამოსახულებას. თავის მხრივ არაერთგვაროვნება შეიძლება იყოს დიფუზური და კეროვანი.
უნდა აღინიშნოს, რომ ორგანოს, ქსოვილის ექოგენობის შეფასება არცთუ იშვიათად სუბიექტურია და მკვლევარის გამოცდილებაზეა დამოკიდებული.
კეროვანი ცვლილებების, მოცულობითი წარმონაქმნის შეფასებისას, გარდა მათი ზომის, ფორმის, ლოკალიზაციისა და რაოდენობის დადგენისა, უნდა აღიწეროს მათი შენება, რაც ხშირ შემთხვევაში გარშემო არსებული ქსოვილის ანალიზის საფუძველზე ხდება; აქედან გამომდინარე, გამოყოფენ შემდეგ ვარიანტებს:

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის წარმოება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ნებისმიერ მდგომარეობაში. კვლევის ეფექტურობა დამოკიდებულია პაციენტის მომზადებაზე. შემთხვევათა უმრავლესობაში გამოკვლევა ტარდება უზმოზე, უჯრედისის შემცვლელი პროდუქტების წინასწარი გამორიცხვით. მიზანშეწონილია აქტივირებული ნახშირით დატვირთვა და გამოკვლევამდე 2–3 დღის განმავლობაში შესაბამისი დიეტის დაცვა.იმავდროულად, რამდენადაც სრულყოფილად არ უნდა იყოს დაცული პაციენტის მომზადების წესი, კვლევის შედეგი ძირითადად დამოკიდებულია მკვლევარის ცოდნასა და გამოცდილეაზე. ასევევ პაციენტის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე. ულტრაბგერით დიაგნოსტიკას ართულებს ყველაფერი, რაც ცვლის ორგანოთა ტოპოგრაფიულ განლაგებას ორსულობა, გამოხატული სიმსუქნე, მეტეორიზმი, ღვიძლის მაღალი მდებარეობა, ნაწიბურები აკუსტიკური ფანჯრის მიდამოში, ინდურაციული შეშუპება, კალცინატები და ყველაფერი ის, რაც ასუსტებს ულტრაბგერით ტალღებს – აუარესებს მისაღები გამოსახულების ხარისხს.


ასეთ შემთხვევებში დადებითია შედეგის მიღწევა შესაძლებელია არატრადიციული კვეთების გამოყენებით,გადამწოდის მუცელზე ზეწოლით, პაციენტის ვერტიკალური მდგომარეობაში გამოკვლევით. მკვლევარი უნდა ცდილობდეს გამოიყენოს აკუსტიკური მიდგომის ყველა შესაძლო ვარიანტი, არ შეჩერდეს ერთ სტანდარტულ მეთოდიკაზე.
ამგვარად, ულტრაბგერითი გამოკვლევისთვის მომზადება მოითხოვს ყველა პაციენტისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, განისაზღვრება კონკრეტული დიაგნოსტიკის მიზნებით, ამოცანებით და დამოკიდებულია მის ანატომო–ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



RSS ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 25th July 2014 - 6:04 AM
რეკლამის განთავსება | კონტაქტი | საჩივრები
ტელ.: 184-184, 893 612180 | მის.: კავსაძის ქ.4
LTD "INTERES GE" © 2007-2012